Thumbnail

ზურა ჟვანიას ქოვენთრიში ელოდებიან - ''ქართველი ძალიან დაგვეხმარება''

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვასპსის მწვრთნელი ჟვანიას ტრანსფერს აფასებს
  • ქართველი მორაგბის კომენტარი კლუბის პრესსამსახურთან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, ზურა ჟვანია ავივა პრემიერშიფში ითამაშებს. ქართველი მორაგბე ინგლისის ერთ-ერთ უძველეს კლუბში, ვასპსში გადავიდა.

ჟვანიას ტრანსფერი ვასპის მწვრთნელმა შეაფასა. დევიდ იანგი უელსის ნაკრებში 14 წლის განმავლობაში თამაშობდა. უელსელი რვა წლის განმავლობაში კარდიფ ბლუზს წვრთნიდა, ხოლო 2011 წლიდან ვასპსის მთავარი მწვრთნელია.

დევიდ იანგი (ვასპსის მწვრთნელი): ''ზურას რამდენიმე სეზონი ვაკვირდებოდით. გვიხარია, რომ ის ჩვენი გუნდის წევრი გახდა. ჟვანია გამოცდილი მოთამაშეა - ვფიქრობ, რომ ის ჩვენს წინა ხაზს გააძლიერებს და ძალიან დაგვეხმარება. ველოდებით მის ჩამოსვლას ქოვენთრიში და მასთან ერთად მუშაობის დაწყებას.''

კლუბის პრესსამსახურს ზურა ჟვანია ესაუბრა და ვასპსში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ზურა ჟვანია: ''ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვასპსში გადამოვედი და ავივა პრემიერშიფში რამდენიმე სეზონი ვითამაშებ. დიდი ამბიციები მაქვს და მჯერა, რომ ვასპსთან ერთად პრემიერშიფშიც და ევროტურნირზეც დიდ წარმატებას მივაღწევ.''

''ვასპსი ძალიან კარგად თამაშობს, მომწონს თამაშის ასეთი სტილი. კლუბის მთავარი მწვრთნელი გამოცდილი ადამიანია და მასთან მუშაობა განვითარებაში დამეხმარება. ოჯახთან ერთად მოუთმენლად ველოდები დიდ ბრიტანეთში გამგზავრებას და ვარჯიშის დაწყებას.''

ვასპსი მიესალმება ზურა ჟვანიას!

კომენტარები

ბოლო ამბები