Thumbnail

ზურა ჟვანია ავივა პრემიერშიფში ითამაშებს | 2-წლიანი კონტრაქტი ბორჯღალოსანს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზურა ჟვანია ინგლისის უმაღლეს სარაგბო ლიგაში ითამაშებს
  • ბორჯღალოსანმა კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი 

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, ზურა ჟვანია კარიერას ინგლისში გააგრძელებს. სტად ფრანსეს დატოვების შემდეგ, ზურა ავივა პრემიერშიფის გუნდმა ვასპსმა დაიმატა. ''ბორჯღალოსანმა'' კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვასპსი პრემიერშიფის 6-გზის გამარჯვებულია, კლუბმა ბოლო ჩემპიონობა 2007-2008 წლების სეზონში მოიპოვა.

კლუბი 1867 წელს დაარსდა. წინა სეზონში ვასპსი ოთხეულში მოხვდა და პლეი ოფშიც ითამაშა, სადაც ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, სარასენსთან 57:33 დამარცხდა.

► ნოდარ ჭეიშვილი ინგლისში ითამაშებს - ქართველი მორაგბის ერთწლიანი კონტრაქტი

პრემიერშიფის გუნდებში უთამაშიათ: შალვა მამუკაშვილს (სეილ შარქსი) და გიორგი ნემსაძეს (ბრისტოლი).

ვასპსმა ხუთი ახალწვეული უკვე წარადგინა

კომენტარები

ბოლო ამბები