Thumbnail

ასე დაემშვიდობა ზურა ჟვანია სტად ფრანსეს ქომაგებს - ქართველმა კლუბი დატოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ზურა ჟვანიამ ფრანგული სტად ფრანსე დატოვა
  • ქართველი მორაგბე გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, ზურა ჟვანია სტად ფრანსეს დაემშვიდობა. ქართველმა მორაგბემ კლუბი დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას ზურა ჟვანია, რომელიც  ფრანგული კლუბის ღირსებას 7 წელი იცავდა. სტად ფრანსეში ერთი ქართველი დარჩა - ეროვნული ნაკრები წევრი გიორგი მელიქიძე კლუბის ღირსებას ისევ დაიცავს.

ჟვანიამ სტად ფრანსესთან ერთად ჩელენჯ ქაფის მოგება შეძლო. 2016-2017 წლების სეზონში ფრანგულმა კლუბმა ფინალში გლოსტერის დამარცხება მოახერხა.

ზურა ჟვანია: მოგესალმებით ყველას! მსურს გითხრათ, რომ სტად ფრანსეს ვტოვებ. მადლობა ყველას, მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩემ მიმართ იჩენდით. ეს იყო შესანიშნავი ექვსი წელიწადი, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე.

კომენტარები

ბოლო ამბები