Thumbnail
  • უმცროს ნევილს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმეს
  • ამაყმა მამამ შვილს ინსტაგრამით მიულოცა

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ნახევარმცველის - ფილ ნევილის ვაჟმა, 16 წლის ჰარვი ნევილმა მანჩესტერულ კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

როგორც ჩანს, ფილ ნევილი ამ ფაქტმა ძალიან გააბედნიერა. ამაყმა მამამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე შვილის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “შენით ვამაყობ, ჰარვი. მიჰყევი შენს ოცნებას!”

მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტი ჰარვის დაბადების დღის ერთგვარი საჩუქარი აღმოჩნდა. უმცროს ნევილს 26 ივნისს 16 წელი შეუსრულდა.

ჰარვი ნევილი მამის და ბიძის - გარი ნევილის მანჩესტერული ტრადიციის ერთგვარი გამგრძელებელი იქნება. ფილ ნევილი “წითელი ეშმაკების” შემადგენლობაში 1994-2005 წლებში გამოდიოდა. გარი ნევილმა კი, მთელი კარიერა იუნაიტედში გაატარა. 1992-2011 წლების განმავლობაში, მანიუს მაისურით მან 400 მატჩი ჩაატარა.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები