Thumbnail
  • გერმანიის ნაკრებმა პირველი მატჩი მოულოდნელად წააგო
  • ბუნდესგუნდი მეორე ტურში შვედეთს დაუპირისპირდება
  • სკანდინავიელები გერმანელებს ემუქრებიან

მექსიკასთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ გერმანიაში განგაშია ატეხილი. F ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვედეთის ნაკრებმა სამხრეთ კორეას 1:0 მოუგო და მექსიკასთან ერთად, 3 ქულით ლიდერობს. მეორე ტურში გერმანია სწორედ შვედეთს შეხვდება (შაბათს) და ეს მატჩი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებისთვის ფაქტობრივად ფინალის ტოლფასია. თუ გერმანელები შვედებსაც ვერ დაამარცხებენ, დიდი ალბათობით, მერვედფინალში ვერ გავლენ.

სამხრეთ კორეასთან გამარჯვების შემდეგ შვედებს თავდაჯერება მოემატათ და ახლა გერმანელებსაც ემუქრებიან.

ალბინ ეკდალი და პეტერ ვეტერგრენი

“გერმანია, რა თქმა უნდა, ფავორიტი იქნება, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვეთამაშოთ ფავორიტებს. არ ვიცი, რატომ ვერ უნდა შევძლოთ გერმანიასთან წარმატების მიღწევა. ცხადია, უდიდეს მონდომებასთან ერთად ისიც საჭიროა, რომ გაგვიმართლოს,” - აცხადებს შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი ალბინ ეკდალი.

ჰამბურგის მოთამაშე ერთადერთი შვედი არ არის, ვინც ასე ფიქრობს: “სიმართლე გითხრათ, პირველ ტურში გერმანიის ნაკრებისგან მეტს ველოდი. ნეგატიურად გაოცებული ვარ - როგორ წააგო გერმანიამ მექსიკასთან. ახლა იდეალური შანსი გვაქვს, რომ მსოდლიოს ჩემპიონი დავამარცხოთ - მსოფლიოს ჩემპიონატი ისეთი ტურნირია, ნებისმიერს ნებისმიერთან მოგება შეუძლია,” - ეს პონტუს იანსონის სიტყვებია.

“გერმანიასთან მატჩს ჩვენ 3 ქულით ვხვდებით, მათ კი 0 ქულა აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიის ნაკრები წნეხის ქვეშაა, ჩვენ კი ძალიან კარგი განწყობით ვითამაშებთ. მთავარია, დაცვაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ,” - აცხადებს შვედეთის ნაკრების ლიდერი ემილ ფორსბერგი, რომელიც ასევე გერმანიაში, ლაიპციგში თამაშობს.

მისი თანაგუნდელი ჯიმი დუმარზი მიიჩნევს, რომ თუ შვედეთის ნაკრები პირველ ტაიმს არ წააგებს, მეორე ნახევარში გერმანელები ანერვიულდებიან, რაც სკანდინავიელთა შანსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები