Thumbnail

მილიარდი ვინისიუსის სანაცვლოდ - რეალმა ბრაზილიელს ახალი კონტრაქტი გაუმზადა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვინისიუს ჟუნიორს საოცარი სეზონი აქვს და რეალმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა
  • ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბში 2028 წლამდე უნდა დარჩეს

მადრიდის რეალს დიდი შანსი აქვს, რომ სეზონი ორი ტიტულით დაასრულოს. გუნდმა ლა ლიგა უკვე მოიგო და ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება, სადაც ლივერპულს შეხვდება. სამეფო გუნდის ამ წარმატებაში ბრაზილიელ ვინისიუს ჟუნიორს დიდი წვლილი მიუძღვის, მან მიმდინარე სეზონში 21 გოლი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

რეალმა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი უკვე გაუმზადა. ფლორენტინო პერესს სურს, რომ ვინისიუსი რეალში 2028 წლამდე დარჩეს. თავდაპირველი კონტრაქტის თანახმად, ბრაზილიელს გუნდში 2024 წლამდე უნდა ეთამაშა. გარდა ამისა, ვინის ხელფასსაც გაუზრდიან. ბრაზილიელი ამჟამად 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო ახალი კონტრაქტით მისი ხელფასი 10 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ვინისიუსი შეძენის მსურველს კი ასტრონომიული თანხის გადახდა მოუწევს, ბრაზილიელის გამოსყიდვა აქამდე 350 მილიონ ევროდ შეეძლოთ, ახლა ეს თანხა მილიარდი ევრო იქნება. შეგახსენებთ, რომ ის რეალში 2018 წელს ფლამენგოდან 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ვინისიუსმა ბოლო ტურში ლევანტესთან ბრწყინვალე მატჩი ჩაატრა, მან მეტოქეს 3 გოლი გაუტანა და მადრიდულ კარიერაში ჰეთთრიკი პირველად შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები