Thumbnail

'მომავალ წელს ასე აღარ იქნება' - დონარუმა ნავასთან კონკურენციაზე

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • იტალიელი მეკარის თქმით, კოსტარიკელ კოლეგასთან კარგი ურთიერთობა აქვს
  • 23 წლის დონარუმა ელოდება, რომ მომავალ სეზონში კონკურენცია აღარ იქნება

Le Parisien-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პსჟ-ს იტალიელმა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ მომავალ სეზონში კეილორ ნავასთან პირველი მეკარის სტატუსისთვის ბრძოლაში კონკურენციას არ ელოდება.

ევროპის ჩემპიონი მილანიდან პარიზულ გრანდში დიდი იმედებით მიდიოდა, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩნდა. ჯიჯოს სათამაშო წუთების მოსაპოვებლად ბრძოლა დასჭირდა და საერთო ჯამში, სეზონში მეტი წუთი მოედანზე კეილორ ნავასმა გაატარა.

"კეილორთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, კარგი ადამიანები ვართ, სიტუაციას კარგად ვიაზრებთ, თუმცა ეს ძალიან რთულია. ამ სირთულეს პირად და გუნდურ დონეზე თავი კარგად გავართვით, მაგრამ ვფიქრობ, მომავალ სეზონში ყველაფერი სხვანაირად იქნება, კლუბი გადაწყვეტილებას მიიღებს," - განაცხადა 23 წლის დონარუმამ.

მიმდინარე სეზონში კეილორ ნავასმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 20 მატჩი ჩაატარა, აქედან 8 მატჩში გოლი არ გაუშვა, ჯამში კი საკუთარ კარში 18 ბურთი მიიღო. დონარუმამ კი საფრანგეთის ჩემპიონატის 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, კოსტარიკელზე 1 გოლით ნაკლები გაუშვა და კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ შეინახა.

კომენტარები

ბოლო ამბები