Thumbnail

ზედიზედ მე-3 გამარჯვება - ტოჩინოშინმა ბალანსი გაათანაბრა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მე-3 გამარჯვება მოიპოვა
  • ქართველმა სუმოისტმა ბალანსი გაათანაბრა

ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე სიტუაცია გამოასწორა და ზედიზედ 3 წაგების შემდეგ ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვა.

ქართველი მე-9 მაეგაშირა ნაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს მე-11 მაეგაშირა ჩიიოშომას დაუპირისპირდა და კოტენაგეს ილეთით მეტოქის დამარცხება მოახერხა.

ამგვარად, ლევანმა ბალანსი გაათანაბრა - 3 მოგება და 3 წაგება. აქვე გეტყვით, რომ გორგაძემ სარეიტინგო წინსვლა რომ განაგრძოს, ტოკიოში მინიმალური დადებითი ბალანსი (8 მოგება) მაინც უნდა დააფიქსიროს.

ტოჩინოშინი 14 მაისს მე-7 მაეგაშირა კოტოეკოს დაუპირისპირდება, რომელთანაც დადებითი ბალანსი აქვს (5 მოგება, 1 წაგება) და გამარჯვების შემთხვევაში პირველად მიმდინარე ბაშოზე დადებით ბალანსს დააფიქსირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები