Thumbnail

U15 | უეფას განვითარების თასზე საქართველოს ნაკრებმა სომხეთი დაამარცხა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სომხეთი 0:2 საქართველო | გოლები: 0:1 გლუნჩაძე (38-პენ), 0:2 გულიაშვილი (67)
  • საქართველოს ნაკრებმა განვითარების თასზე 3 მატჩში 7 ქულა მოიპოვა

საქართველოს 15-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ერევანში, უეფას განვითარების თასზე მე-3 შეხვედრა ჩაატარა და მასპინძელ სომხეთის ნაკრებს დამაჯერებლად, 2:0 მოუგო.

გიორგი ჩიტაურის გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს გიგი გლუნჩაძემ დააწინაურა, რომელმაც პენალტის ზუსტად შესრულება მოახერხა. ქართველმა ფეხბურთელებმა უპირატესობა 67-ე წუთზე გაზარდეს: ამჯერად გიორგი გვასალიას პასის მერე თორნიკე გულიაშვილმა ახლო მანძილიდან გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფში ასპარეზობა 7 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა და სიმბოლური თასი ქართველმა ფეხბურთელებმა სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ხოაკინ კაპაროსისგან ჩაიბარეს. ჩიტაურის გუნდმა მანამდე ლიბანი 3:1 დაამარცხა, ხოლო მოლდოვასთან თამაში ფრედ 2:2 დასრულდა და პენალტების სერიაში მეტოქემ გაიმარჯვა.

სომხეთი 0:2 საქართველო

გოლები: 0:1 გლუნჩაძე (38. პენ), 0:2 გულიაშვილი (67)

საქართველო: ბახუტაშვილი, ხარებაშვილი, გლუნჩაძე, ამისულაშვილი, ქუთათელაძე, დანელია, ხოროიშვილი, სურგულაძე, წულაია, გვასალია, გულიაშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები