Thumbnail
  • არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიდსში
  • 'ინგლისში მწვრთნელობა ყოველთვის მსურდა' ამბობს ბიელსა

ლიდს იუნაიტედმა მარსელო ბიელსა წარადგინა, 62 წლის არგენტინელი პოლ ჰეკინგბოტომს შეცვლის. ბიელსამ იორკიშრელებთან კონტრაქტს ხელი 2020 წლამდე მოაწერა.

"მოხარული ვარ, რომ ლიდსში დავიშინე..." ამბობს ბილბაოს ატლეტიკის და არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი.

"ინგლისში მუშაობა ყოველთვის მსურდა, მაგრამ შესაფერის წინადადებას ველოდი. ძნელია უარი უთხრა ისეთი ისტორიის მქონე კლუბს, როგორიც ლიდსია."

კლუბის პრეზიდენტი, ანდრეა რადრიცანი ამბობს "მოხარული ვარ, რომ კლუბში ეს ცვლილება მოხდა. დღეს ისეთი მწვრთნელი გვყავს, რომელსაც შეულძია ელან როუდზე ბევრი რამ შეცვალოს."

შეგახსნებთ, რომ ლიდსი ჩემპიონშიფში - ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს. იორკშირელები პრემიერლიგიდან 2003-04 წლების სეზონში გავარდნენ და მასშემდეგ ტოპ-დივიზიონში აღარ უთამაშიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები