Thumbnail
  • მაიკლ დიქსონი სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ფანებს დაემშვიდობა
  • ეროვნულ ნაკრებში ამიერიდან ტედ მაკფადენი ითამაშებს

საქართველოს ნაკრებს ახალი ნატურალიზებული ამერიკელი ჰყავს - ტედ მაკფადენი. მაიკლ დიქსონის ქართული კარიერა კი დასრულებულია.

ის საქართველოს მოქალაქე ზუსტად ორი წლის წინათ გახდა - 2016 წლის ივნისში. ნაკრებთან ერთად მან ევრობასკეტის საკვალიფიკაციო რაუნდში (16.6 ქულა, 3.2 მოხსნა და 4.2 პასი), 2017 წლის ევრობასკეტის ფინალურ ტურნირში (13.8 ქულა, 2.0 მოხსნა, 5.2 პასი) და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის საწყის 4 მატჩში (27.0 ქულა, 4.5 მოხსნა და 5.5 პასი) მიიღო მონაწილეობა. 

მაიკლ დიქსონი სოციალურ ქსელში ემოციურად დაემშვიდობა საქართველოს ნაკრებს:

"წელს დავრწმუნდი, რომ ცხოვრება არასდროს იქნება უნაკლო. ნამდვილი ცხოვრება კი ის არის, როცა სხვებს ეხმარები და სანაცვლოდ არაფერს ითხოვ. მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, ლამაზ ქვეყანა საქართველოს.

მადლობა, რომ მიმიღეთ, როგორც ერთი თქვენგანი. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საუკეთესო ფანები ჰყავს, ვინც კი ჩემს კარიერაში შემხვედრია. 

გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრებში გატარებული თითოეული მომენტი მიყვარს და თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით. მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ასე განსხვავებული და კარგი ხალხისგან.

ვიმედოვნებ, რომ ღმერთი კიდევ დიდხანს მომცემს იმის ძალას, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობა გავაგრძელო. მადლობა ყველა ჩემ თანაგუნდელს 2017/18 წლების სეზონში. ყველას კარგ ზაფხულს გისურვებთ". 

ინსტაგრამზე ამ პოსტს უკვე 4.5 ათასი მოწონება აქვს, ქართველი ფანები მადლობას უხდიან მაიკლს თავდადებული თამაშისთვის.  

კომენტარები

ბოლო ამბები