Thumbnail

1. ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონია!

ზაზა ნადირაძემ კანოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალი მოიპოვა. ბელგრადში გამართული ტურნირის შესარჩევ გაცურვაში 24 წლის მცხეთელი ნიჩბოსანი 7 მონაწილეს შორის 39.026 წამით საუკეთესო იყო და ფინალში პირდაპირ მოხვდა. ზაზამ ფინალურ რბოლაში ცხრა მეტოქეს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა (39.200) და პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მეორე და მესამე ადგილები რუსმა და ბელარუსმა ნიჩბოსნებმა, შესაბამისად, ივან შტილმა (39,224) და არცემ კოზირმა (39 468) დაიკავეს. ვრცლად

2. გურამ კაშია MLS-ში მიდის!

ჰოლანდიური მედიის ცნობით, არნემის ვიტესის ლეგენდა გურამ კაშია, 8-წლიანი ერთგულების შემდეგ ამერიკულ სან ხოსეში გადადის. შეთანხმება კლუბებს შორის თითქმის მიღწეულია, ამის შემდეგ კი გასავლელია სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც ვიტესის კაპიტანი ახალ კლუბთან "მრავალწლიან" კონტრაქტს გააფორმებს. სან ხოსეში კიდევ ერთი ქართველი ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, რომელიც ასევე ექს-ვიტესელია. ვრცლად

3. დიქსონის გარეშე და მაკფადენთან ერთად

საქართველოს ნაკრებში მაიკლ დიქსონის კარიერა დასრულებულია - 29 ივნისს სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ილიას ზუროსის გუნდის თამაშს სულ სხვა გამთამაშებელი უხელმძღვანელებს. მისი სახელი ტადეუს (ტედ) დიუეინ მაკფადენ ჯუნიორია. ის 31 წლისაა და ბერძნულ კიმიში თამაშობს, სადაც საშუალოდ 17.7 ქულას, 2.1 მოხსნას, 3.9 პასსა და 1.5 ჩაჭრას აკეთებს. მაკფადენი სწრაფია და ფარქვეშ ბრწყინვალე შესვლებით გამოირჩევა, ის კარგად ისვრის შორი დისტანციიდანაც (ამ სეზონში სამიანების 41.6% ჩააგდო). ვრცლად

4. პაპუნაშვილი პრიმერაში ვერ გადავიდა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პლეი ოფის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსამ ნუმანსიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში (3:2) ფინალში ნუმანსია გავიდა, ხოლო არაგონული კლუბი ისევ ლა ლიგა 2-ში ითამაშებს. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ორი აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ვრცლად

5. ტაისონ ფიური რიგზე დაბრუნდა

924 დღის შემდეგ, ტაისონ ფიური რინგს დაუბრუნდა, მანჩესტერელმა მოკრივემ სეფერ სეფერიმდე 2015 წელს ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა და WBA, IBF, WBO, IBO ქამრების მფლობელი გახდა. მას შემდეგ ფიურიმ რთული პერიოდები გამოიარა, მას წელიწადზე მეტი რინგზე არ უშვებდნენ, დოპინგ ტესტის ჩაგდების და კოკაინზე დამოკიდებულების გამო. ალბანელ მოკრივეს მძიმე წონაში ფიურიმდე მხოლოდ ერთი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, რომელიც მარტინ ჩართან წააგო. ფიურისთან ჩხუბი კოცნით დაიწყო და მალევე - 4 რაუნდში მორჩა. ვრცლად

 

კომენტარები

ბოლო ამბები