- ესპანეთი 1:0 ტუნისი
- 15 ივნისი / მუნდიალი / ესპანეთი-პორტუგალია
- საფრანგეთი 1:1 აშშ
რუსეთის ქალაქ კრასნოდარში ესპანეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ტუნისს 1:0 მოუგო.
გამარჯვების გოლი შეცვლაზე შესულების დამსახურებაა - როდრიგოს ნაცვლად გამოსულმა დიეგო კოშტამ მეკარე და მცველები მოატყუა საჯარიმოში და ბურთი იაგო ასპასს დაუგორა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს ესპანეთი შვეიცარიას 1:1 დაუზავდა. ეს "ფურია როხას" უკანასკნელი რეპეტიცია იყო მუნდიალამდე. 15 ივნისს ესპანეთის ნაკრები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.
იაგო ასპასი: "ძალიან კარგი ტურნირი უნდა გამოგვივიდეს, ჩვენ ენთუზიაზმით აღსავსენი ვართ. ამ გამარჯვებამ თვითრწმენა შეგვამატა მუნდიალის დაწყებამდე".
იაგო ასპასმა ესპანეთის ნაკრების 10 მატჩში 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (5 გოლი, 4 ასისტი).
ამ შეხვედრაში კოკემ მე-40-ედ მოირგო "ფურია როხას" მაისურა, ხოლო ანდრეს ინიესტამ 127-ედ და ესპანეთის ნაკრების ისტორიაში მე-4 შედეგი აჩვენა.
ესპანეთი 1:0 ტუნისი
გოლი: ასპასი (84)
ესპანეთი (4-2-3-1): დე ხეა - ოდრიოზოლა (46. ნაჩო), პიკე, ს. რამოსი, ალბა (76. ასპასი) - ბუსკეტსი, ტიაგო ალკანტარა (46. კოკე) - დავიდ სილვა (60. ასენსიო), ისკო (46. ლუკას ვასკესი), ინიესტა - როდრიგო (60. დიეგო კოშტა)
სხვა მატჩები
ლატვია 1:3 აზერბაიჯანი
უნგრეთი 1:2 ავსტრალია
ესტონეთი 1:3 მაროკო
ფინეთი 2:0 ბელარუსი
სერბეთი 5:1 ბოლივია
(მიტროვიჩის ჰეთ თრიკი)
შვედეთი 0:0 პერუ
დანია 2:0 მექსიკა
კომენტარები