Thumbnail

ანდრე სილვას შეძენა ოთხ კლუბს სურს - რას გადაწყვეტს მილანი?

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ინგლისური, თურქული და ფრანგული კლუბების შეთავაზება მილანს
  • იტალიური კლუბი ორი მოთამაშის დამატებაზე ფიქრობს
  • მილანი უეფას გადაწყვეტილებას ელოდება

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის ფორვარდის, ანდრე სილვას შეძენა სტამბოლის გალათასარაის სურს. მილანმა პორტუგალიელი ფორვარდი პორტოდან 38 მილიონად შეიძინა. სილვამ სეზონში 10 გოლის გატანა მოახერხა - ორჯერ გამოჩინა თავი სერია A-ში და 8-ჯერ გამოიჩინა თავი ევროტურნირზე.

გალათასარაის გარდა, ანდრე სილვას დამატება კიდევ სამ კლუბს სურს. მონაკო, ჰადერსფილდი და ვულვზი პორტუგალიელის შეძენას ეცდებიან. მილანში ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ. კლუბი ამ ეტაპზე უეფას გადაწყვეტილებას ელოდება, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ისინი ევროტურნირებიდან მოიკვეთონ.

თუ მილანი ევროტურნირზე დარჩება, კლუბის მთავარი მიზანი მემფის დეპაისა და ალვარო მორატას შეძენა იქნება.

დეპაისა და მორატას ტრანსფერის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ანდრე სილვას კლუბიდან წასვლა მოუწევს, რაც ფეხბურთელისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგანაც მისი გადაბირება უკვე ოთხ კლუბს სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები