Thumbnail

მათიაშვილის ბრწყინვალე ლელო და 16 ქულა! საქართველომ ტონგას ზედიზედ მესამედ მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საქართველო 16:15 ტონგა
  • ბორჯღალოსნებმა ტონგას ზედიზედ მესამე შეხვედრა მოუგეს
  • მომდევნო მეტოქე ფიჯია, შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება

წყნარი ოკეანის თასზე გამარჯვებით დაიწყო ასპარეზობა საქართველოს ნაკრებმა. ფიჯიზე გამართულ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ტონგას 16:15 მოუგეს.

პირველივე წუთებზე გიორგი კვესელაძემ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. 7' წუთზე ტონგელებმა შეცდომა დაუშვეს, რითიც სოსო მათიაშვილმა ისარგებლა და ბრწყინვალე ლელოს დადება მოახერხა, რომელიც თავად გარდასახა. 21' წუთზე მათიაშვილმა ჯარიმა გაიტანა, საქართველო წინ ათი ქულით გავიდა. ბორჯღალოსნებმა ტაიმი 13:3 მოიგეს.

საქართველო-ტონგა 4:2: "ბორჯღალოსნებმა" ტონგა მეოთხედ (ზედიზედ მესამედ) დაამარცხეს

მეორე ნახევარი რთული გამოდგა. ტონგელები გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, რამდენჯერმე გაასინბინეს კიდეც ქართველი მორაგბეები, თუმცა გამარჯვება საბოლოოდ მაინც "ბორჯღალოსნებს" დარჩათ. საფინალო ანგარიში 16:15 მეტოქემ დააფიქსირა, მათ ლელოს დადება და გარდასახვის გატანა შეძლეს.

მილტონ ჰეიგს მომდევნო შეხვედრებისთვის, მსოფლიოს თასისთვის სამუშაო ბევრი აქვს - მთელი მატჩის განმავლობაში ტონგა დიდ უპირატესობას ფლობდა.

წყნარი ოკეანის თასი

ეს მატჩი წყნარი ოკეანის 2018  წლის თასის ეგიდით ტარდება. მეორე შეხვედრაში ფიჯიმ სამოას უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 24:22 მოუგო, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, ბონუს-ქულა მოიპოვა (4 ლელო გაიტანა) და ცხრილში დაწინაურდა.

16 ივნისს მეორე ტურია - საქართველო ახლა სწორედ მასპინძელ ფიჯის შეხვდება. ეს მატჩი დილის 7:30-ზე (თბილისის დროით) დაიწყება, მანამდე ერთმანეთში ტონგა და სამოა ითამაშებენ. თასის მოსაგებად, "ბორჯღალოსნებს" ფიჯისთან მოგება სჭირდებათ. 

1. ფიჯი - 5 ქულა

2. საქართველო - 4

3. ტონგა - 1

4. სამოა - 1

მატჩის მიმოხილვა

ბორჯღალოსნებმა წყნარი ოკეანის თასი გამარჯვებით დაიწყეს. ეს იყო საქართველოსა და ტონგას მეექვსე შეხვედრა, რომელშიც ქართველებმა მეოთხედ იზეიმეს გამარჯვება. მომდევნო მატჩი 16 ივნისს, ფიჯის წინააღმდეგ გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები