- სან პაბლო ბურგოსი 73:81 ტენერიფე
- გიორგი შერმადინის 23 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი
გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის ACB ლიგის მე-17 ტურში სან პაბლო ბურგოსს ესტუმრა და მეტოქეს 8 ქულით მოუგო - 81:73. ქართველი ცენტრი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შერმადინმა 100%-იანი სიზუსტით ისროლა - მან 8-დან 8 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. გიორგიმ ბურთი ფარიდან 7-ჯერ მოხსნა და 1 პასი გააკეთა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა.
ტენერიფე ამ მოგებით მე-9 ადგილზე აღზევდა და 18 ქულა აქვს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ შერმადინის გუნდს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ქართველი კალათბურთელი მომდევნო ტურში ვალენსიას შეხვდება, რის შემდეგაც სტრასბურგთან მატჩი ელის.
კომენტარები