Thumbnail

ალმადას გრან პრი | ზირაქაშვილმა და კაპანაძემ გამოსვლა ნაადრევად დაასრულეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პორტუგალიაში დაწყებულ გრან პრიზე ორმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა
  • საბა კანაპაძე პირველ წრეშივე დამარცხდა, თენგო ზირაქაშვილი - მეორეში

პორტუგალიის ქალაქ ალმადაში ძიუდოისტთა გრან პრი დაიწყო, რომელშიც საქართველოს ნაკრები 8 სპორტსმენით წარსდგა.

ტურნირის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობაში ორი ძიუდოისტი ჩაება და ორივე 66 კგ-მდე წონითი კატეგორიაში. სამწუხაროდ, თენგო ზირაქაშვილმა და საბა კაპანაძემ გამოსვლა ადრეულ ეტაპებზევე დაასრულეს.   

თენგო ზირაქაშვილმა სასტარტო შეხვედრაში უნგრელ ბოტონდ შერედასს ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, დამატებულ 2:53 წუთზე მოპოვებული ვაზარის წყალობით აჯობა.

18 წლის ძიუდოისტის მეტოქე მერვედფინალში პირველი განთესვის მქონე სამხრეთკორეელი ბაულ ანი იყო და აქ ზირაქაშვილი იპონით დამარცხდა.  

საბა კაპანაძემ პირველივე შეხვედრა იპონით დათმო ანგოლელ ედმილსონ პედროსთან და გამოსვლა დაასრულა. 

29 იანვარს  პორტუგალიის გრან პრიზე მედლები კიდევ ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება და საქართველოს ნაკრებიდან სამი ძიუდოისტი იასპარეზებს - გიორგი ტერაშვილი -73 კგ-ში გამოვა, გიორგი შერაზადიშვილი და დიმტრი გოჩილაძე კი -81 კგ-ში იბრძოლებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები