Thumbnail
  • მატეო ბერეტინი 3:6, 2:6, 6:3, 3:6 რაფაელ ნადალი
  • რაფამ ნახევარფინალში ძალიან კარგად ითამაშა
  • ფინალის მოგების შემთხვევაში ის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია და ერთი ნაბიჯი აშორებს აბსოლუტურ რეკორდამდე!

თუკი ესპანელი წლის პირველ დიდ სლემს მოიგებს, ეს მისთვის ისტორიული, ჯამში 21-ე დიდი სლემი იქნება, რითაც როჯერ ფედერერს და ნოვაკ ჯოკოვიჩს გადაასწრებს და ყველა დროის აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება. რაფა ფინალში ახლა მეტოქეს ელოდება, რომელიც დანიილ მედვედევისა და სტეფანოს ციციპასის დუელში, დღესვე გაირკვევა.

35 წლის ნადალმა ნახევარფინალში უიმბლდონის იტალიელი ფინალისტი მატეო ბერეტინი 4 სეტში, 6:3, 6:2, 3:6, 6:3 დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში კარიერაში მეექვსედ ითამაშებს.

“ამ ფინალში გასვლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა ვთქვა, რომ დიდი ხანია, აღარ მითამაშია ისე კარგად, როგორც ამ შეხვედრის პირველ ორ სეტში ვითამაშე,” - განაცხადა ესპანელმა ბერეტინისთან გამარჯვების შემდეგ. 

ბერეტინის სურდა, რომ გამხდარიყო პირველი იტალიელი, რომელიც მელბურნში ფინალში გავიდოდა

საერთო ჯამში ნადალისთვის ეს დიდი სლემის ტურნირის 29-ე ფინალი იქნება. საინტერესოა, რომ რაფას ავსტრალიის ღია პირველობა აქამდე მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ, 2009 წელს აქვს მოგებული.

აღსანიშნავია, რომ ბერეტინისთან შეხვედრაში ნადალს აღარ ეტყობოდა ის ფიზიკური პრობლემები, რაც მეოთხედფინალში აშკარად ჩანდა. ესპანელი იტალიელთან დუელში დომინირებდა. ბერეტინის სურდა, რომ გამხდარიყო პირველი იტალიელი, რომელიც მელბურნში ფინალში გავიდოდა, მესამე სეტში კარგადაც ითამაშა, მაგრამ საბოლოოდ, ნადალთან 3-საათიან მატჩში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები