Thumbnail
  • ბარსელონაში ადამა ტრაორეს ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია
  • 26 წლის შემტევი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდში ბრუნდება

ბარსელონა ახლოსაა ვულვერჰემპტონის ფეხბურთელის, ადამა ტრაორეს ტრანსფერთან. როგორც ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, ესპანური გრანდი მზადაა, ადამა იჯარით დაიმატოს.

წყაროს თანახმად, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვულვზი დაჟინებით ითხოვს, რომ ხელშეკრულების პუნქტში გამოსყიდვის ვარიანტი შეიტანონ. ბარსას სურს, რომ ესპანელი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარით გადაიბიროს და მზადაა ამ პერიოდში ხელფასი სრულად გადაუხადოს.

ადამა ტრაორემ ბარსას მთავარ გუნდში 2013-2015 წლებში 4-ჯერ ითამაშა და 1 გოლი გაიტანა

26 წლის ადამა ტრაორე სწორედ ბარსელონას აკადემიის აღზრდილია, სადაც 2003-2015 წლებში ირიცხებოდა, ხოლო მთავარ გუნდში მან 4 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 2015 წელს ადამამ ბარსა დატოვა და ბირმინგემის ასტონ ვილაში გადავიდა, მერე მიდლსბროშიც ითამაშა, ხოლო 2018 წლიდან ვულვზის წევრია, რომლის მაისურით ჩატარებულ 154 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი. მან ესპანეთის ნაკრებში 2020 წლიდან დღემდე 8 უგოლო შეხვედრა ჩაატარა.

ცნობილია, რომ ადამა ტრაორესთვის ლონდონის ტოტენჰემიც იბრძოდა, მაგრამ ბოლო ცნობებით, ინგლისურ კლუბს აგენტებთან ბოლო ხანებში კონტაქტი არ ჰქონიათ და ტრაორეს "კამპ ნოუზე" დაბრუნების შანსი ძალიან დიდია.

კომენტარები

ბოლო ამბები