- კობი ბრაიანტის დაღუპვიდან ორი წელი გავიდა
- ტრაგედიის ადგილზე მისი და ჯანას სკულპტურა დადგეს
- გასაიდუმლოებული საფლავი და სასამართლოები - რა მოხდა კობის სიკვდილის შემდეგ
ლეგენდარულ კალათბურთელ კობი ბრაიანტსა და მის ქალიშვილს ჯანას კალიფორნიაში, კალაბასასში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე ბრინჯაოს სკულპტურა დაუდგეს. ქანდაკება დენ მედინას შექმნილია. კობის ლეიკერსის ფორმა აცვია და ჯანას ეხუტება, რომელიც ასევე სპორტული სამოსშია და ხელში კალათბურთის ბურთი უჭირავს.
მამა და შვილი, რომელიც პროფესიონალი კალათბურთელი უნდა გამხდარიყო, ერთმანეთს ღიმილით უყურებენ. მემორიალზე არის ბრაიანტებისა და 2020 წლის 26 იანვარს მომხდარი კატასტროფის სხვა მსხვერპლთა სახელებიც. "გმირები მოდიან და მიდიან, მაგრამ ლეგენდები სამუდამოდ რჩებიან", - წერია ქანდაკებაზე.
შეგახსენებთ, რომ კობი ბრაიანტის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი 2020 წლის 26 იანვარს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად ბორტზე მისი შვილი ჯანა და კიდევ 7 ადამიანი იმყოფებოდა.
კომენტარები