- ფერენცვაროში 16:10 დინამო თბილისი
- შემდეგ მატჩს დინამო ნოვი ბეოგრადთან გამართავს
ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურში საქართველოს ჩემპიონმა დინამო თბილისმა სტუმრად ფერენცვაროშთან ითამაშა და 10:16 დამარცხდა. ეს დინამოს მერვე მარცხია ამდენივე შეხვედრაში.
პირველი მეოთხედი მოულოდნელად წარიმართა და დინამომ ის 2:1 მოიგო, უნგრელებმა ამის შემდეგ შეძლეს გათანაბრება და წინ გასვლაც, თუმცა ორი მეოთხედის შემდეგაც საკმაოდ თანაბარი ანგარიში იყო - 8:6. დინამოს არც მესამე მეოთხედში უთამაშია ურიგოდ, რომელიც 4:5 დათმო. ამგვარად, გადამწყვეტი მეოთხედის წინ ფავორიტი მხოლოდ 3-ბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა ბოლოს მან ქართული კლუბის კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანა - 16:10.
9 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მე-9 ტურში დინამო თბილისი სტუმრად ნოვი ბეოგრადს ეთამაშება. ფერენცვაროშს 8-დან 4 მოგება და ამდენივე ფრე აქვს.
ფერენცვაროში 16:10 დინამო თბილისი
დინამო: რაზმაძე, ტყეშელაშვილი (1 გოლი), დადვანი (2), ძიხწიარენკა, ბითაძე, იელაჩა (2), ადეიშვილი (2), სარიჩი (1), იმნაიშვილი (1), მაღლაკელიძე, ვაშიჩი (1)
კომენტარები