Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ორი მატჩისთვის ემზადება
  • ლევან მაისაშვილმა რაგბი ევროპისთვის 32 მორაგბე გამოიძახა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის 2022 წლის ახალ გათამაშებაში ერთვება. "ბორჯღალოსნები" 6 თებერვალს პორტუგალიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეთამაშებიან ( მატჩი 15 საათზე დაიწყება), 12 თებერვალს კი ამსტერდამში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ამ მატჩებისთვის 32-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრებისთვის ხუთი დებიუტანტი მოემზადება: ენისეის მორაგბე დავით მესხი, ბიარიცის ბურჯი ლუკა აზარიაშვილი, მესამეხაზელები – ლუკა ივანიშვილი და სანდრო მამამთავრიშვილი, რომლებიც შავი ლომიდან დაწინაურდნენ და ლელოს 18 წლის შუამარბი თორნიკე კახოიძე. სულ გაფართოებულ შემადგენლობაში 18 მორკინალი და ხაზის 14 მოთამაშეა.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი (2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატთან ერთად) 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. პირველი წრის შემდეგ, ბორჯღალოსნები 23 ქულით პირველ ადგილზე არიან, მათი პირველი მეტოქე პორტუგალია კი, 14 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება რუმინეთს.

შემადგენლობა პორტუგალიის და ნიდერლანდების წინააღდეგ

პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 1 კეპი), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), ლუკა აზარიაშვილი (ბიარიცი, უკეპო);

შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 85 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 19 კეპი, 5 ქულა), ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა);

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

ცენტრი და ფრთები: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 80 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, უკეპო), დავით მესხი (ენისეი, უკეპო), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები