Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, რომელმაც ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო, უეფა-ს მიერ განახლებულ ევროპულ რეიტინგში წინსვლა განიცადა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 2 პოზიციით დაწინაურდა (ფინეთსა და პოლონეთს გადაასწრო) და 1810.231 ქულით მე-13 ადგილზეა. საინტერესოა, რომ ახლა, ქართველი ფეხბურთელების წინ სწორედ ის ბოსნია-ჰერცეგოვინაა, რომელთაც ევროპირველობის მე-2 ტურში უნდა ეთამაშნონ. მომავალ მეტოქესთან ჩამორჩენა მხოლოდ 15.803 ქულაა, ამდენად, დღევანდელ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, მათი გადასწრებაც რეალურია.

საქართველოს ნაკრებს წინსვლა ევროპის ჩემპიონატის სასტარტო ტურში აზერბაიჯანთან მოგებამ (3:2) მოუტანა, რომელიც 1899.413 ქულით მე-9 საფეხურზე იმყოფება.

საქართველომ აზერბაიჯანთან ორბურთიანი ჩამორჩენა ამოქაჩა

ევროპული ფეხბურთის ლიდერთა ხუთეული ასე გამოიყურება: 1. ესპანეთი – 2504.962, 2. პორტუგალია – 2485.706, 3. რუსეთი – 2472.920, 4. ყაზახეთი – 2343.469, 5. ხორვატია – 2090.323.

ამავდროულად, განახლად ფუტსალის მსოფლიო რეიტინგიც, რომელსაც არაოფიციალური სახე აქვს. საქართველოს ნაკრებს იქ კიდევ უფრო სოლიდური წინსვლა აქვს: პლუს 7 პოზიცია და 24-ე ადგილი. 

ქართველმა ფეხბურთელებმა უკან კოსტა რიკა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბელგია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ბელარუსი და რუმინეთი მოიტოვეს. შეამჩნევდით ამ სიაში ბოსნიელების ყოფნას, არადა, უეფა-ს კლასიფიკაციაში ისინი ჩვენზე წინ არიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები