Thumbnail

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე, ეგრეთ წოდებულ TOP 16-ში გიორგი შერმადინის ტენერიფემ პირველივე მატჩში გამარჯვება იზეიმა, უნგრული სომბათჰეი სტუმრად 79:73 დაამარცხა. გიორგი შერმადინი მატჩის MVP (29 მ.ქ.კ.) გახდა 19 ქულით, 13 მოხსნით, 1 პასით, 2 დაფარებითა და 2 ჩაჭრით. 

გიორგი შერმადინი (ლენოვო ტენერიფე): "ამ დარბაზში პირველად ვითამაშე, აქ საოცარი ხალხია და საოცარი გულშემატკივრობა სცოდნიათ. მეტოქეს რამდენიმე მოთამაშე აკლდა, მაგრამ მაინც ბოლომდე გვებრძოლა. ვულოცავ ჩემს გუნდს TOP 16-ში პირველ გამარჯვებას". 

L ჯგუფში ტენერიფე მე-2 მატჩს 1-ელ თებერვალს სტუმრად სტრასბურთან გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები