Thumbnail

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის II ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფე უნგრულ სომბათჰეის ესტუმრა და 79:73 გაიმარჯვა. ქართველმა ცენტრმა ბრწყინვალედ ითამაშა, შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო. მან 29:32 წუთში ორმაგი დუბლი მიითვალა - 19 ქულა და 13 მოხსნა. 

შერმადინმა 13-დან 6 მოხსნა მეტოქის ფარზე მიითვალა, თამაშიდან კი 10-დან 6 ჩააგდო (საჯარიმო ხაზიდან შვიდივე). მის ანგარიშზეა 2-2 დაფარება და ჩაჭრა და 1 პასი. ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო და მატჩის MVP-ც გახდა 29 მარგი ქმედების კოეფიციენტით. ქულებში და მოხსნებში მან სეზონის პირადი რეკორდი დაამყარა ჩემპიონთა ლიგაზე. ჩემპიონთა ლიგაზე ეს მისი მე-2 ორმაგი დუბლია ამ სეზონში.

L ჯგუფში ტენერიფე მე-2 მატჩს 1-ელ თებერვალს სტუმრად სტრასბურთან გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები