Thumbnail
  • ოლიმპიურ სასახლეში ქართული კიბერსპორტის ყველაზე მასშტაბური ტურნირი გაიმართა
  • DOTA 2-ის ფინალი Monaspa-ს ტრიუმფით დასრულდა
  • ჩემპიონმა გუნდმა 6000 ლარი მიიღო
  • უყურეთ LIVE-ს: ევროპაბეთის TWITCH-ზე და Cyber TV-ის YOUTUBE არხზე

ოლიმპიურ სასახლეში ქართული გეიმინგისთვის უპრეცედენტო ტურნირის, “ევროპაბეთის ზამთრის თასის” დასკვნითი ღონისძიება, გრანდ ფინალი გაიმართა, რომელიც საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და ევროპაბეთის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ჩატარდა. საქართველოში მსგავსი მასშტაბის ჩემპიონატი აქამდე არ ჩატარაბულა - ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ლარია. პირდაპირი ტრანსლაცია Cyber TV-ის YOUTUBE არხსა და ევროპაბეთის TWITCH-ზე მიმდინარეობდა.

DOTA 2-ის ქართულ ტურნირებში, ტრადიციულად, ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება Monaspa, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემპიონატი არ წაუგია. გრანდ ფინალში მათი მეტოქე Es Vardi shen იყო. მიუხედავად, მოწინააღმდეგის კარგი თამაშისა, ორგანიზაცია Monaspa-მ ტრადიციას არ უღალატა და დამსახურებული ჩემპიონობა იზეიმა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ EVS-მ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. გამარჯვებულმა გუნდმა 6000 ლარი მიიღო.

"გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, კი ველოდით მოგებას, მაგრამ ძალიან კარგი მოწინააღმდეგეები გვყავდა. ძალიან მაგარი გარემო იყო, რეალურად ამისთვის ვშრომობთ, მუღამი ასეთ სივრცეში თამაშს აქვს. იმედი მაქვს, რომ მომავალში მსგავს ტურნირს უფრო მეტი ადამიანი დაესწრება. ასეთი დონის შეჯიბრი საქართველოში პირველად მოეწყო და ალბათ, ხალხი არ ელოდა, რომ ასეთი კარგი იქნებოდა. გულახდილად გეტყვით, 3 წელია კიბერსპორტში ვართ, ამ ქვეყანაში ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია ვართ და ასეთ გარემოს არც ჩვენ ველოდით, დარბაზში ფეხის შემოდგმისთანავე იგრძნობოდა ყველაფერი," - განაცხადა გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელმა მამუკა კიკაბიძემ.

ღონისძიებას CS:GO დახურავს, რომელიც 22:00 საათზე დაიწყო.

ტურნირმა სტარტი 13 ნოემბერს აიღო და ექვს სახეობაში მიმდინარეობდა - DOTA 2, CS:GO, League Legends, Pubg Mobile, FIFA 22 და TEKKEN 7. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ორ ნაწილად დაიყო: პირველ ეტაპს საქართველოს ეროვნული ლიგა ერქვა, რომელშიც საუკეთესო გუნდები და მოთამაშეები "ევროპაბეთის ზამთრის" თასზე მოსახვედრად იბრძოდნენ.

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა. მათგან ერთი, რატი ნანავა eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, MMA-ს მებრძოლ სოფია ბაღიშვილთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან.

კომენტარები

ბოლო ამბები