Thumbnail

ბოლქვაძე მერვედფინალშია - იოლი გამარჯვება კიეზასთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარიამ ბოლქვაძე 6:3, 6:2 დებორა კიეზა
  • ქართველი ჩოგბურთელი ხვალ წვილებში ითამაშებს

24 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე დიდ ბრიტანეთში ლაფბოროს საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) პირველი განთესვით ჩაება და საწყისი ბარიერი იოლად დასძლია.

ბოლქვაძეს იტალიელ დებორა კიეზასთან თითო ეისი და ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ამავდროულად, მეტოქის მოწოდება ერთბაშად 7-ჯერ აიღო (თავისი 3-ჯერ დათმო) და საათსა და 36 წუთში 6:3, 6:2 მოიგო.

უკვე ცნობილია, რომ მერვედფინალში მარიამის მეტოქე ტაივანის წარმომადგენელი იოანა გარლანდი იქნება, რომელმა შვედი კაისა ვილდა ჰენემანი 6:2, 6:4 დაამარცხა.

ხვალ, ბოლქვაძე ლაფბოროს წყვილთა ტურნირშიც ჩაებმება, მისი პარტნიორი კი იანა ფეტი იქნება. ქართველ და ხორვატ ჩოგბურთელებს მე-2 განთესვა გააჩნიათ და მერვედფინალში ბრიტანელებს – ანა პოპესკუსა და ნადია როუსონს გაეჯიბრებიან.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) მიმდინარე რეიტინგში მარიამს 386 ქულით 178-ე ადგილი უკავია, მისი საუკეთესო მაჩვენებელი კი 2019 წლის დეკემბრით თარიღდება, როდესაც 152-ე პოზიციას უწია.

კომენტარები

ბოლო ამბები