Thumbnail

‘ყველანი კორუმპირებულები ხართ!’ - შაპოვალოვი ნადალზე და მსაჯზე გაბრაზდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დენის შაპოვალოვი 3:6, 4:6, 6:4, 6:3, 3:6 რაფაელ ნადალი
  • შაპოვალოვმა ნადალთან მატჩის დროს მსაჯს შეუტია
  • კანადელმა ბრაზილიელ არბიტრს კორუმპირებული უწოდა

UPDATE: რაფაელ ნადალს დენის შაპოვალოვთან ძალიან რთული მატჩი ჰქონდა. თუკი ესპანელმა ავსტრალიის ღია პირველობაზე აქამდე მხოლოდ ერთი სეტი წააგო (ხაჩანოვთან), მეოთხედფინალში კანადელთან ხუთსეტიანი თრილერი დასჭირდა - პირველი ორი სეტის მოგების შემდეგ ორი წააგო და გამარჯვება მეხუთე სეტში გაიფორმა. თამაში ჯამში 4 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

შეხვედრა არა მარტო ძალიან დაძაბული, არამედ სკანდალურიც გამოვიდა. შაპოვალოვი ერთ მომენტში მსაჯ კარლოს ბერნანდესზე ძალიან გაბრაზდა და მას სერიოზული ბრალდება წაუყენა. “თქვენ ხომ ყველანი კორუმპირებულები ხართ!” - უყვირა მან ბრაზილიელ არბიტრს. საინტერესოა, რომ კანადელი ამის გამო არ დასჯილა.

შაპოვალოვის გაბრაზების მიზეზი ის იყო, რომ ნადალმა კორტზე დაბრუნება დააგვიანა. მან კანადელი დაახლოებით ნახევარი წუთი ალოდინა. ამას ისიც დაემატა, რომ 24 წლის შაპოვალოვმა პირველი სეტი 40 წუთში წააგო, ნერვები ვეღარ მოთოკა და მსაჯს შეუტია. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ კანადელს დამშვიდება ძალიან გაუჭირდა და მსაჯის მიმართ უკმაყოფილებას მუდმივად გამოთქვამდა. ერთ-ერთ მომენტში დიდი სლემის 20-გზის გამარჯვებული ნადალი ბადესთან მივიდა და კანადელ მეტოქეს გაესაუბრა - აუხსნა, რომ უნდა დამშვიდებულიყო.

მეხუთე სეტში ესპანელმა მეტოქეს უკვე მარტივად, 6:3 მოუგო და ნახევარფინალშია, სადაც მონფილსსა და ბერეტინის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები