Thumbnail

'ნამდვილ შინაარსს არ ასახავს' - ნიკოლოზ ბასილაშვილი სიუჟეტს გამოეხმაურა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი "ტვ პირველზე" გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა
  • ქართველი ჩოგბურთელმა ჩანაწერებს "კონტექსტიდან ამოგლეჯილი" უწოდა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათის" სიუჟეტს გამოეხმაურა. ბასილაშვილის განცხადებით, "სიუჟეტი არ ასახავს რეალობას და ის მის წინააღმდეგ იყო შეკვეთილი".

"მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს. ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა, მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი.

ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში. ჩემი დუმილი განპირობებულია ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი! მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას", - წერს ბასილაშვილი.

გადაცემაში გასულ სიუჟეტში ერთ-ერთი აუდიოფაილია წარმოდგენილი, რომელშიც ბასილაშვილი და მისი ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი საუბრობენ. მასში ჩანს, რომ ბასილაშვილი დოროყაშვილს იმ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს, რომელიც სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოების რეკლამისთვის დახარჯა. ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის მუხლით ბრალი აქვს წარდგენილი და სასამართლო პროცესები გრძელდება.

მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ...

Posted by Nikoloz Basilashvili on ორშაბათი, 24 იანვარი, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები