Thumbnail

ერიკსენი ბრუნდება! კონტრაქტი შეთანხმებულია, ნებართვა კარდიოლოგმა უნდა გასცეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • კრისტიან ერიკსენმა ბრენტფორდთან 6-თვიანი კონტრაქტი შეათანხმა
  • თუმცა, ჯერ გადაწყვეტილება კარდიოლოგმა და FA-მ უნდა მიიღონ

კრისტიან ერიკსენი მზადაა, მოედანზე დაბრუნდეს და დიდი ალბათობით, კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში - ბრენტფორდში გააგრძელებს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, დანიელ ფეხბურთელს ინგლისურმა კლუბმა 6-თვიანი კონტრაქტი შესთავაზა, მაგრამ ტრანსფერის დასარეგისტრირებლად და პრემიერლიგაში თამაშის ნებართვის მისაღებად ერიკსენს კლუბის მიერ დანიშნული კარდიოლოგის საბოლოო გადაწყვეტილებისთვის ლოდინი მოუწევს.

სამედიცინო პროცესი, რომლის გავლაც ფეხბურთელს მოუწევს, კონტრაქტის გასაფორმებლად ტიპურ სამედიცინო შემოწმებაზე ცოტა უფრო რთული იქნება, რადგან მას გულზე პრობლემა შეექმნა და დეფიბრილატორი აქვს ჩადგმული. დიდ ბრიტანეთში ამ მოწყობილობით თამაში დასაშვებია და თუ ტრანსფერი დამტკიცდება, კრისტიანი პირველი ფეხბურთელი გახდება, რომელიც პრემიერლიგაში კარდიოსტიმულატორით ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ კარდიოლოგის გარდა, ეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობას FA-ც განიხილავს. ბრენტფორდი არ ჩქარობს, რადგან ერიკსენი თავისუფალი აგენტია და კონტრაქტის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგაც შეუძლია.

ერიქსენის მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია

შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიქსენი ბოლოს მილანის ინტერში თამაშობდა, მაგრამ ვინაიდან იტალიაში კარდიოსტიმულატორით თამაში აკრძალულია, კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა მოუწია და ბოლო პერიოდში ის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. დანიელ ნახევარმცველს გულის შეტევა 12 ივნისს, ევრო 2020-ის პირველ ტურში, დანიისა და ფინეთის მატჩში დაემართა.

ბრენტფორდი პრემიერლიგაში ყველაზე "დანიური" კლუბია, რადგან მის რიგებში 8 დანიელი ფეხბურთელი თამაშობს და მწვრთნელიც დანიელია - თომას ფრანკი. კრისტიან ერიკსენისთვის ინგლისის პრემიერლიგა ნაცნობი ჩემპიონატია, რადგან კარიერის საუკეთესო პერიოდი ლონდონის ტოტენჰემში აქვს გატარებული.

კომენტარები

ბოლო ამბები