Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი 94:92 იუტა
  • სტეფ კარის თამაში არ წაუვიდა
  • გოლდენ სტეიტს ჯორდან პულმა და კარგმა დაცვამ მოაგებინა

დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერები ერთმანეთს ხვდებოდნენ. იუტა და გოლდენ სტეიტი ფინიქსთან ერთად კონფერენციის ფავორიტებად მიიჩნევიან. მატჩი ძალიან დაძაბული და დაბალშედეგიანი გამოვიდა. 'უორიოსი' თითქმის მთელი მატჩი წინ იყო, თუმცა იუტა მეტოქეს შორს არ უშვებდა. საბოლოოდ, მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. გოლდენ სტეიტი ორ ქულს იგებდა, როცა ბოლო შეტევაში იუტას ბოიან ბოგდანოვიჩმა სამქულიანი ვერ ჩააგდო. 

სტეფ კარის ძალიან ცუდი დღე ჰქონდა - 20-დან მხოლოდ 5 სროლა გამოიყენა, 13-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 13 ქულას დასჯერდა და ერთადერთი იყო სასტარტო ხუთეულში, რომელსაც -5 ჰქონდა. ამ ფონზე 'უორიორსს' ჯორდან პულმა და კარგმა დაცვამ მოაგებინა. ახალგაზრდა პული ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა. იუტასთან 13-დან 7 სროლა ჩააგდო და 20 ქულით საუკეთესო იყო თავის გუნდში. კლეი ტომპსონს არ უთამაშია.

იუტასდან ყველაზე შედეგიანი 21 ქულით ბოგდანოვიჩი გახლდათ, 12 ქულით და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა რუდი გობერმა. 'ჯაზს' დონოვან მიტჩელი აკლდა. გოლდენ სტეიტის დაცვამ, რომელიც ლიგაში საუკეთესოა, იუტას სროლების მხოლოდ 38 პროცენტი ჩააგდებინა. თავად 'უორიორსიც' ვერ ისროდა ჩვეული სიზუსტით - კერის გუნდმა სროლების 43 პროცენტი გამოიყენა. იუტამ გოლდენ სტეიტთან ზედიზედ მეოთხედ წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები