Thumbnail
  • ფრანგმა თავდამსხმელმა მესის კრიტიკოსები გააკრიტიკა
  • კარიმი მიიჩნევს, რომ ლეოს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება

მადრიდის რეალის ფორვარდმა კარიმ ბენზემამ პსჟ-ს შემტევი ლიონელ მესის შესახებ ფრანგული ტელევიზია TF1-ის გადაცემა "Téléfoot-ის" ეთერში ისაუბრა. 

"ყველაფრის გაკეთება როგორ უნდა მოესწრო? ლეოს ადაპტაციისათვის დრო სჭირდება. დიახ, მას ბევრი გოლი არ გააქვს, მაგრამ ხედავთ რას აკეთებს მესი მოედანზე?!

ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელის ასე გაკრიტიკება არ შეიძლება. რეალურად, ისინი, ვინც მესის აკრიტიკებენ ფეხბურთის აზრზე არ არიან!" - თქვა ფრანგმა.

არგენტინელმა ლიგა 1-ში 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა da 4 (აქედან 3 სენტ ეტიენთან) საგოლე გადაცემა გააკეთა. საფრანგეთის ჩემპიონატში შედეგიანი მოქმედებით ლეომ თავი მხოლოდ 3 შეხვედრაში გამოიჩინა. ჩემპიონთა ლიგაზე კი მესიმ 5 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, 5 დღის წინ ცნობილი გახდა, ფიფას პრემია The Best-ის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში არგენტინელმა ხმა კარიმ ბენზემას მისცა. ლიონელმა თანაგუნდელები ნეიმარისა და მბაპეს შემდეგ ბენზემა მესამე ადგილზე დააყენა. 

კომენტარები

ბოლო ამბები