Thumbnail

გარდაიცვალა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლოსაბერიძეს ოქროს მედალი 1980 წელს მოსკოვში ჰქონდა მოპოვებული
  • მის ანგარიშზე სხვა არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოცაა

72 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე. 

ის ოლიმპიადის გამარჯვებული 1980 წელს მოსკოვში გახდა, ამას გარდა კი, გახლდათ მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1972, IV ადგილი), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972, 78), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1973, 1979) და ხუთგზის მესამე პრიზიორი (1971, 1972, 1974, 1975, 1981), სსრკ თასის მფლობელი (1972, 1978), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979), მილანის (1975, 1980), ლოძის (1976), კიოლნისა (1978) და ლვოვის (1981) საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული.

ქეთევან ლოსაბერიძეს მინიჭებული აქვს სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება, იყო საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1980), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. ის საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტიც (2002-2005) გახლდათ.

პოპსპორტი მწუხარებას გამოთქვამს სახელოვანი ქართველი სპორტსმენის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ქეთევან ლოსაბერიძის ოჯახსა და ახლობლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები