Thumbnail

რუნი ბენიტესის შემცვლელად - ევერტონის საბჭოში აზრები ორად გაიყო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რუნის გუდისონზე დაბრუნებას მფლობელი ეწინააღმდეგება
  • ინგლისელი, ევერტონში 2002-04 და 2017-18 წლებში თამაშობდა

ევერტონმა გასულ კვირას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რაფაელ ბენიტესი გაათავისუფლა. ესპანელის შემცვლელის ძიება დღემდე გრძელდება და როგორც ადგილობრივი პრესა წერს, მთავარი კანდიდატის - უეინ რუნის შესახებ, კლუბის საბჭოში აზრები ორად გაიყო.

კლუბის თავმჯდომარეს, ბილ კენრაიტს უეინ რუნის გუდისონზე დაბრუნება სურს, მაგრამ გუნდის მფლობელი - ფარჰად მოშირი ამ ნაბიჯის წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ რუნის პრემიერლიგაში სამუშაოდ საკმარისი გამოცდილება არ აქვს.

თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ 21-ქლიანი საჯარიმო დაქვითვის მიუხედავად, რუნის დერბი ქაუნთი ჩემპიონშიფში დარჩენისთვის ბრძოლას განაგრძობს და როგორც ინგლისელი აცხადებს, ახლა მისი მთელი ფოკუსი დერბის გარშემო ტრიალებს.

"ზღაპრული ისტორიები ყველას მოსწონს, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ევერტონიდან არავინ დამკავშირებია. ახლა, მთელი ყურადღება დერბის გადარჩენისკენ მაქვს მიმართული და ვეცდები, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანო."

კომენტარები

ბოლო ამბები