Thumbnail

'მესიმ ვირი მიწოდა' - ჯეიმი კარაგერმა ლეო წლის გუნდში არ დაასახელა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპულის ყოფილმა მცველმა მესისთან სკანდალური მიმოწერა გაასაჯაროვა
  • Sky Sports-ის ექსპერტმა არგენტინელი ვარსკვლავი წლის გუნდში არ დაასახელა
  • 43 წლის ინგლისელი არ ფიქრობს, რომ ლეოს ტრანსფერი პსჟ-ისთვის წარმატებულია

ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტად მუშაობს, ლიონელ მესისთან პირად მიმოწერაზე მოყვა და აღნიშნა, რომ 7 "ოქროს ბურთის" მფლობელმა მას "ვირი" უწოდა. 

როგორც ჩანს, არგენტინელი სუპერვარსკვლავი უკმაყოფილო დარჩა კარაგერის სიტყვების გამო, რომელმაც თქვა, რომ ლეოს ტრანსფერი პსჟ-ისთვის არცთუ წარმატებული იყო. მანამდე 43 წლის ინგლისელმა ლეო არ წლის გუნდში დაასახელა.

"ჩვენ წლის გუნდში არც მესი დავასახელეთ და არც რონალდო. ყოველთვის ვიყავი მესის გულშემატკივარი.

არ ვფიქრობდი, რომ რონალდო მანჩესტერ იუნაიტედისთვის ბრწყინვალე შენაძენი იყო. მაგალითად ლეო მოვიყვანე, რომელზეც ასევე ვთქვი, რომ მას პსჟ-ისთვის კარგ ტრანსფერად არ მივიჩნევდი. ეს ყველაფერი პროგრამა Monday Night Football-ის ეთერში მოხდა.

ამის შემდეგ კი ინსტაგრამში პირადი შეტყობინება მივიღე თვით მესისგან. მიმოწერას ვერ გაჩვენებთ, მაგრამ ლეომ ვირად მომიხსენია. მან უყურა Monday Night Football-ს და იმედი მაქვს, ასევე უყურებს Friday Night Football-ს. 

ლიონელ, ძალიან მომწონხარ, შენ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ხარ. ვაღიარებ, შენთან შედარებით მე ვირი ვარ. მაგრამ არ შემიძლია წლის გუნდში დაგასახელო. სათანადოდ კარგად არ გითამაშია, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში კოპა ამერიკაზე გაიმარჯვე. ეს საკმარისი არაა, რათა შემადგენლობიდან ჩემი საყვარელი მო სალაჰი ამოაგდო", - თქვა კარაგერმა Sky Sports-ის ეთერში.

ჯეიმი კარაგერი მთელი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში (1996-2013 წლებში) ლივერპულის ღირსებას იცავდა და მერსისაიდულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და უეფას სუპერთასი მოიგო. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 38 ჩატარებული შეხვედრაა.

ლიონელ მესიმ ბარსელონა, რომლის ღირსებას მთელი კარიერის განმავლობაში იცავდა, 2021 წლის ზაფხულში დატოვა და პარი სენ-ჟერმენში გადაბარგდა. არგენტინელმა თავდამსმელმა პარიზული კლუბის ღირსება მიმდინარე სეზონის 16 მატჩში დაიცვა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა 5 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები