- ცსკა 57:67 ოლიმპია
- თორნიკე შენგელიას 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი
ცსკა-მ ევროლიგის 22-ე ტურში იტალიურ ოლიმპიას უმასპინძლა და 10 ქულით დამარცხდა - 57:67. მოსკოველებისთვის მიმდინარე გათამაშებაში ეს მეათე წაგებაა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 27:15 წუთი ითამაშა, რა დროშიც 11 ქულას, 7 მოხსნასა და 2 პასს მოუყარა თავი. შენგელიამ 12-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, ოთხი სამქულიანი ააცილა, 2-ჯარიმიდან კი ერთი გამოიყენა.
ცსკა-მ პირველი ტაიმი 5 ქულით წააგო - 35:40. იტალიელებმა მეორე ტაიმის ორივე პერიოდი მოიგეს და ჩემპიონატში მე-13 გამარჯვება იზეიმეს.
ცსკა 24 ქულით ევროლიგის ცხრილში მე-6 ადგილზეა. მოსკოველთა მომდევნო მეტოქე რუსული უნიქსი იქნება, რომელიც ცსკა-ს ერთი ადგილით უსწრებს.
კომენტარები