Thumbnail

‘ძალიან რთული დღეები გადავიტანე’ - რიბერი კორონავირუსთან ბრძოლაზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი ჰქონდა
  • ფრანგმა ინდივიდუალურად ვარჯიში ახლახან დაიწყო

სალერნიტანას ფრანგმა ვარსკვლავმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი ძალიან რთულად გადაიტანა.

“სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში კოვიდმა შემაჩერა. ძალიან რთული დღეები გადავიტანე, მაგრამ მადლობა ღმერთს, თავს სულ უფრო უკეთ და უკეთ ვგრძნობ,” - წერს ფრანგი გარემარბი “ტვიტერში” გამოქვეყნებულ პოსტში.

თუმცა, 38 წლის რიბერი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოჯანმრთელებული: “ამ კვირის დასაწყისიდან ვარჯიშს შევუდექი - ჩემთვის, მარტო ვვარჯიშობ. იმედი მაქვს, რომ მალე გუნდს შევუერთდები და მოედანზე გავალ.”

შეგახსენებთ, რომ სალერნიტანაში 4 იანვარს კორონავირუსი 11 ადამიანს დაუდასტურდა - მათ შორის, 9 ფეხბურთელს. იტალიურ კლუბს მაშინ ფეხბურთელების ვინაობა არ გაუმხელია.

სალერნიტანას სერია A-ს 21 ტურის შემდეგ მხოლოდ 10 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. რიბერის აქტივში მიმდინარე სეზონში 13 მატჩი და 2 საგოლე გადაცემაა.

კომენტარები

ბოლო ამბები