Thumbnail

პრობლემები წონის კლების დროს - ილია თოფურიას ჩხუბი ჩაიშალა!

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ილია თოფურიას ბრძოლა შარლ ჟურდენთან აღარ გაიმართება
  • ჩხუბის ჩაშლის მიზეზი წონის კლების დროს შექმნილი პრობლემებია

UPDATE: წონის ჩაბარებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიას ბრძოლა შარლ ჟურდენთან აღარ გაიმართება.

გაირკვა ჩხუბის ჩაშლის მიზეზიც: ქართველ მებრძოლს, რომელიც 21 იანვარს 25 წლის გახდა, წონის კლების პროცესში ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. თოფურია ექიმების რეკომენდაციით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბოლო ინფორმაციით თავს კარგად გრძნობს.

თოფურიას და ჟურდენის ბრძოლის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია თავიდან ესპანურმა 'ევროსპორტმა' გაავრცელა. მოგვიანებით, გამოცემა AS-მაც დაწერა, რომ ჩხუბი აღარ შედგებოდა, რის შემდეგაც გადამოწმებული ინფორმაცია უკვე mmajunkie-მ და mmafighting-მაც გაავრცელეს. ილია თოფურიას გუნდი ოფიციალურ განცხადებას, სავარაუდოდ, მალე გააკეთებს.   

თოფურიას (11 მოგება, 0 მარცხი MMA-ში, 3-0 UFC-ში) ჟურდენთან (12-4-1 MMA, 3-3-1 UFC) ჩხუბი მას შემდეგ დაუგეგმეს, რაც ინგუშ მოვსარ ევლოევს კორონავირუსი დაუდასტურდა. UFC 270-ზე მთავარი ჩხუბი ფრენსის ნგანუსა და სირილ განეს შორის გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები