Thumbnail

'მოლაპარაკებები მიმდინარეობს' - ოსკარი ბარსელონაში სავარაუდო ტრანსფერზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბარსელონასთან მოლაპარაკება დაადასტურა
  • 30 წლის ნახევარმცველი შესაძლოა პაუზის შემდეგ ევროპაში დაბრუნდეს

ჩინური შანხაის ფეხბურთელმა ოსკარმა დაადასტურა, რომ ბარსელონასთან თათბირობს და ევროპაში დაბრუნება არ გამორიცხა. თუმცა, 30 წლის შემტევი ნახევარმცველის თქმით, ამის შანსი უფრო მეტად ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იქნება.

"ბარსელონასთან მოლაპარაკება არ დასრულებულა, ჯერ კიდევ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა საკითხებზე. ახლა მათ ფეხბურთელების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, როგორც ეს მოხდა ფერან ტორესსა და დანი ალვეშთან მიმართებაში. შანხაისთანაც უნდა დავილაპარაკო, შესაძლოა, ტრანსფერი ზაფხულში შედგეს", - თქვა ოსკარმა.

შეგახსენებთ, რომ ოსკარის საფეხბურთო კარიერა სან პაულუში დაიწყო, 2009 წელს ინტერნასიონალში გადავიდა, ხოლო 2012-2017 წლებში ლონდონის ჩელსის ღირსებას იცავდა და 203 თამაშში 38 გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 2017 წელს კარიერა ჩინურ შანხაიში გააგრძელა, სადაც დღემდე გამოდის (148 მატჩი, 44 გოლი), ბრაზილიის ნაკრებში კი 48 შეხვედრაში 12 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები