Thumbnail

ტოტენჰემმა კაპიტანი შეინარჩუნა - უგო ლორისმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლონდონელთა კაპიტანმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
  • 35 წლის ფრანგი გოლკიპერი ტოტენჰემში 2024 წლამდე დარჩება 

ლონდონის ტოტენჰემის კაპიტანმა უგო ლორისმა კლუბთან კონტრატი, რომელსაც ვადა სეზონის ბოლოს გასდიოდა, 2,5 წლით გაახანაგრძლივა. ახალი შეთანხმების მიხედვით, 35 წლის ფრანგი მეკარე "დეზების" ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს. 

უგო ლორისი ტოტენჰემში 2012 წელს, ლიონიდან გადავიდა. მას შემდეგ მეკარემ ლონდონელთა რიგებში 395 მატჩი ჩაატარა, რაც მე-14 მაჩვენებელია კლუბის ისტორიაში.

ლორისი, რომელიც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 136 მატჩს ითვლის და მასთან ერთად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი და უეფას 2020/21 წლების ერთა ლიგა აქვს მოგებული, ტოტენჰემის კაპიტნის სამკლავურს 2014 წლიდან ფლობს.

ფრანგი მეკარის გადაბირებით იტალიური რომა ინტერესდებოდა

მიმდინარე სეზონში უგო ლორისმა ტოტენჰემის ღირსება 22 მატჩში დაიცვა და 27 გოლი გაუშვა, 8 შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა მოახერხა. 

კომენტარები

ბოლო ამბები