- პარიზის გრანდ სლემზე 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
- პორტუგალიის გრან პრის კიდევ 5 ქართველი დაემატა
- თბილისის გრანდ სლემის თარიღი ცნობილია - IJF-მა 2022 წლის კალენდარი დაამტკიცა
IJF-ის პირველ ორ ტურნირზე საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია. ჩვენ უკვე გაგაცანით, თუ რა შემადგენლობით გამოვლენ ქართველი ძიუდოისტები წლის პირველ შეჯიბრებაზე - პორტუგაალის გრან პრიზე (28-30 იანვარი), ახლა ჯერი პარიზის გრანდ სლემზეა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 5-6 თებერვალს გაიმართება.

პარიზის ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია ძიუდოს სამყაროში. ამიტომაც მასზე უკვე დარეგისტრირდა 53 ქვეყნის 344 სპორტსმენი. ბუნებრივია, ცვლილებები იქნება, მათ შორის ქართულ განაცხადშიც. ამ დროისთვის გრანდ სლემზე 11 ქართველი ძიუდოისტია (ყველა ვაჟებში) დარეგისტრირებული. პარიზში ტოკიოს სამივე ვერცხლისმედალოსანი აპირებს გამოსვლას: ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი. ამ სამეულიდან თუშიშვილს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ არსად უასპარეზია.
ქართული დელეგაცია პარიზის გრანდ სლემზე
- 60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
- 66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
- 73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
- 81 კგ: ვლადიმერ ახალკაცი
- 90 კგ: ლუკა მაისურაძე
- 100 კგ: ბექა ღვინიაშვილი, ონისე სანებლიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი
სხვათა შორის, თავიდან პორტუგალიის გრან პრიზე 9 ქართველი ძიუდოისტი იყო დარეგისტრირებული, მათ კიდევ 5 დაემატა: თორნიკე მაზიაშვილი (-60 კგ), საბა კაპანაძე (66), მიხეილ ბახბახაშვილი (73), გიორგი შერაზადიშვილი (81) და ომარ საური (100).
კომენტარები