Thumbnail

იუვენტუსმა დე ლიხტს ფასი დაადო - ნიდერლანდელს სერიოზული მსურველები ჰყავს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსი მზადაა, 22 წლის მცველს კონკრეტული თანხის სანაცვლოდ შეელიოს
  • ნიდერლანდელი ფეხბურთელით ბარსელონა, ბაიერნი და ჩელსი ინტერესდებიან

ტურინის იუვენტუსის ხელმძღვანელობამ თავის ცენტრალურ მცველს მატეის დე ლიხტს ფასი დაადო. იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინელები მზად არიან 22 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი სხვა გუნდში გაუშვან, თუკი სანაცვლოდ 65 მილიონ ევროს მიიღებენ. 

როგორც ირკვევა, მატეის დე ლიხტის ტრანსფერზე მთავარი პრეტენდენტი ბარსელონაა. ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კატალონიელთა კონკურენტები კი მიუნხენის ბაიერნი და ლონდონის ჩელსი არიან. 

მანამდე ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ მიანიშნა, რომ მატეისი მზად არის კარიერაში ახალი გამოწვევებისთვის.

შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი იუვენტუსში 2019 წლის ივლისიდან გამოდის, სადაც ამსტერდამის აიაქსიდან, 85,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ნიდერლანდების ნაკრების მცველმა ტურინელთა მაისურით ჯამში 98 მატჩში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი და მიითვალა 2 საგოლე პასი.

მატეისს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კომენტარები

ბოლო ამბები