Thumbnail
  • მედია: თორნიკე ოქრიაშვილით ჩინეთის სუპერლიგის კლუბი დაინტერესდა
  • აპოელ-ს განელი ფეხბურთელის დამატება სურს

კვიპროსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ჩინეთის სუპერლიგის ცანგჭოუ მაითი ლაიონსს სურს. ამ კლუბს სერბი სპეციალისტი სვეტოზარ (ტოზა) შაპურიჩი წვრთნის, რომელიც აპოელ-ის ყოფილი ფეხბურთელი, შემდეგ კი მწვრთნელია. 2015-18 წლებში შაპურიჩი აპოელ-ში სპორტული დირექტორის პოსტს იკავებდა.

ამ სეზონში ჩემპიონატში 11 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა

კვიპროსული მედია სავარუადო ტრანსფერს სკეპტიკურად აფასებს, რადგან ოქრიაშვილმა გასულ ზაფხულში აპოელ-თან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მას დიდი სურვილი არ აქვს კვიპროსი დატოვოს და საცხოვრებლად ჩინეთში გადავიდეს, თუ, რა თქმა უნდა, ჩინური კლუბი ბევრად უკეთეს ფინანსურ პირობებს არ შესთავაზებს. აპოელ-ში ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ, რადგან კლუბი სათასო და ჩემპიონატის ბატალიებზეა კონცენტრირებული. 

24sports.com.cy წერს, რომ შესაძლოა, აპოელ-ის სურვილიცაა, რომ ოქრიაშვილმა გუნდი დატოვოს. კვიპროსული გუნდი უკვე თითქმის შეუთანხმდა განელ კიგსლი სარფოსს, მაგრამ მას ვერ გაიფორმებს, თუ ძირითად გუნდში ერთი ადგილი არ გამოთავისუფლდება. "მართალია, ოქრიაშვილის კლასი ეჭქვეშ არასდროს დამდგარა, მაგრამ მან აპოელ-ს ბევრი ვერ შემატა. ვიცით, რომ მწვრთნელი სოფრონის ავგუსტი ამ იდეას უარყოფითად არ უყურებს". 

შეგახსენებთ, რომ 29 წლის თორნიკე ოქრიაშვილი ამ სეზონში აპოელ-ს 11 მატჩში თითო გოლითა და საგოლე პასით დაეხმარა ჩემპიონატში. თორნიკეს ეროვნულ ნაკრებში 50 მატჩი აქვს გამართული, მის ანგარიშზე 13 გოლია, რაც მოქმედ ქართველ ფეხბურთელებში საუკეთესო შედეგია. თორნიკეს გარდა აპოელ-ში ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ. ცანგჭოუ მაითი ლაიონსი 2021 წლის სუპერლიგაში მე-11 ადგილზე გავიდა. 2022 წლის ჩემპიონატი აპრილში იწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები