Thumbnail

'ტურნირის დარტყმა' - კარენო ბუსტას საოცარი ქულა ავსტრალიის ღია პირველობაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ესპანელმა ჩოგბურთელმა ბურთს კორტის მეტოქის ნახევარზე მიუსწრო
  • მან ნიდერლანდელი ტალონ გრიეკსპური ხუთ სეტში დაამარცხა და მე-3 წრეში გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე მე-19 ნომრად განთესილმა ესპანელმა ჩოგბურთელმა პაბლო კარენო ბუსტამ მე-2 წრეში ნიდერლანდელ ტალონ გრიეკსპურს ოთხ საათზე მეტხანს გაწელილ მატჩში 6:3, 6:7 (6:8), 7:6 (7:3), 3:6, 4:6 სძლია, თუმცა, ეს თამაში ყურადღების ცენტრში სხვა მიზეზის გამო მოექცა.

შეხვედრის მე-3 სეტში კარენო ბუსტას ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, როდესაც საოცარი გათამაშება მოიგო. ნიდერლანდელი ჩოგბურთელი მოწოდებიდან ბადესთან გავიდა და ჰაერიდან დარტყმას ცდილობდა, როდესაც ბურთს ჩოგნის კიდე გაარტყა. შედეგად, ბურთი აიჭრა და ესპანელის მხარეს დაცემის შემდეგ, გრიეკსპურის მხარეს ვარდებოდა. პაბლომ მას მაინც მიუსწრო და “ტურნირის მთავარი დარტყმით” (უკვე ასე მონათლეს) მეტოქის მხარეს ჩააგდო.

სხვა საქმეა, რომ ამ ბრეიკის შემდეგ, საქმე ისევ ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ გამარჯვება მაინც ესპანელ ჩოგბურთელს დარჩა, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობის მე-3 წრეში ამერიკელ სებასტიან კორდასთან დაპირისპირება ელის. ცნობისთვის, კარენო ბუსტას მელბურნში ყველაზე კარგი შედეგი 2018 და 2019 წლებში ჰქონდა, როდესაც მეოთხე წრემდე მისვლა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები