Thumbnail

'რაც მალე დაივიწყებს მესის, მით უკეთესი' - ხავიერ სავიოლა ბარსელონაზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონას ექს-ფორვარდმა გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე აზრი გამოთქვა
  • სავიოლამ კატალონელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩავის მუშაობაც შეაფასა 

ბარსელონას ყოფილმა თავდამსხმელმა ხავიერ სავიოლამ კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კატალონიელებისთვის მით უკეთესი იქნება, რაც უფრო სწრაფად შეძლებენ ლიონელ მესის დავიწყებას. 

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ბარსელონა, რომლის ღირსებას მთელი კარიერის განმავლობაში იცავდა, გასულ ზაფხულს დატოვა და პარი სენ-ჟერმენში გადაბარგდა. კატალონიურმა კლუბმა ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ლა ლიგის წესდების გამო ვერ შეძლო და იძულებული გახდა, თავის მთავარ ვარსკვლავს გამოთხოვებოდა. 

"მესიმ თავისი წასვლით უზარმაზარი სიცარიელე დატოვა, რომლის შევსება ძნელი იქნება. ბარსელონა უნდა შეეცადოს, რომ რაც შეიძლება ნაკლებად აისახოს ის გუნდზე. და რაც უფრო მალე დაივიწყებს მესის, მით უკეთესი", - ამბობს სავიოლა.

სავიოლა და მესი ბარსელონაში ერთადაც თამაშობდნენ

40 წლის არგენტინელმა ასევე შეაფასა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ჩავი ერნანდესის მუშაობა, რომელთან ერთადაც თავის დროზე ბარსელონაში თამაშობდა:

"ფეხბურთის იმ ცოდნით, რომელსაც ის ფლობს, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებასაც მიაღწევს. მთავარია, რომ გუნდი პროგრესს აჩვენებს და ესპანეთის სუპერთასზე რეალთან ტოლ-სწორადაც ითამაშა (2:3). ახალგაზრდები გამოცდილებას იძენენ და აქ მოთმინებაა საჭირო, თუმცა მწვრთნელის ხელწერა უკვე ჩანს".  

სავიოლას მწვრთნელი ჩავის წარმატების სჯერა 

ხავიერ სავიოლა ბარსელონას ღირსებას 2001-07 წლებში იცავდა, სადაც მშობლიური რივერ პლეიტიდან გადავიდა. არგენტინელმა თავდამსხმელმა კარიერა 2016 წელს დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები