Thumbnail
  • ბასილაშვილი, გორგოძე და კალაშნიკოვა ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშნენ
  • ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილებში სეტის აღებაც კი ვერ მოახერხეს

მელბურნში მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობა ქართველი ჩოგბურთელების გარეშე გაგრძელდება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილი, ეკატერინე გორგოძე და ოქსანა კალაშნიკოვა წყვილთა ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშნენ.

გორგოძე და რუმინელი ირინა ბარა მე-10 განთესვის მქონე ჩეხურ წყვილს (მარი ბუზკოვა-ლუსი ჰრადეცკა) დაუპირისპირდნენ და 3:6, 4:6 წააგეს. გორგოძესა და ბარას თამაშში დაბრუნების შანსი მე-2 სეტში ჰქონდათ, როდესაც ბრეიკით 4:2 დაწინაურდნენ, თუმცა, შემდეგ ზედიზედ 4 გეიმი წააგეს და კორტი დამარცხებულებმა დატოვეს.

კალაშნიკოვა უნგრელ ანა ბონდართან ერთად ყაზახურ-ბრაზილიურ დუეტთან (ანა დანილინა-ბეატრიზ ჰადად მაია) 4:6, 4:6 დამარცხდა. კიდევ უფრო უშანსოდ წააგეს ბასილაშვილმა და სერბმა მიომირ კეჩმანოვიჩმა მე-2 განთესვის მქონე ამერიკულ-ბრიტანულ წყვილთან (რაჯეევ რამი-ჯო სალისბერი) – 3:6, 3:6.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი იყო, ვინც ძალები ავსტრალიის ღია პირველობის ერთეულთა ძირითად ბადეშიც სცადა, თუმცა, იქაც საწყის რაუნდში დამარცხდა: 1:6, 6:3, 4:6, 7:6 (7:5), 4:6 დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ენდი მარისთან.

კომენტარები

ბოლო ამბები