Thumbnail

საუკეთესო შედეგი კარიერაში - ბაზაძის წინსვლა FIE-ს რეიტინგში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერი სანდრო ბაზაძე თბილისში გამართული ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა. მას აქტივში უკვე ჰქონდა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ოქრო კი პირველად მოიპოვა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

სანდრომ ფინალურ დაპირისპირებაში რუსეთის ნაკრების წევრი კამილ იბრაგიმოვი დამაჯერებელად დაამარცხა (15:8) და ოქროს მედალს დაეუფლა. თბილისში მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგი განაახლა.

სასიხარულოა, რომ თბილისის თასი 2022-ის ჩემპიონმა სანდრო ბაზაძემ ორი პოზიციით წინ გადაინაცვლა რეიტინგში და კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ბაზაძე ახლა მესამე ადგილს იკავებს. სანდრო სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰსა და უნგრელ არონ შილაგის ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები