- ქარშიაქა 88:80 ტენერიფე
- გიორგი შერმადინის 16 ქულა, 10 მოხსა, 2 პასი და წ ბლოკი
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გიორგი შერმადინის ტენერიფე თურქულ ქარშიაქას ესტუმრა და 8 ქულით დამარცხდა - 80:88. თურქულმა კლუბმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
ქართველმა ცენტრმა 30:49 წუთი ითამაშა, რა დროშიც 16 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი და 2 ბლოკი დააგროვა. შერმადინმა 8-დან 5 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ის ამ შედეგით მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურის მფლობელის ვინაობა 20 იანვარს ესპანეთში გაიმართება და ტენერიფე საკუთარ არენაზე ქარშიაქას კიდევ ერთხელ დამარცხებას ეცდება.
კომენტარები