Thumbnail
  • საქართველოს სამთო-მოთხილამურეთა ნაკრების წევრების წარმატება
  • ნინო წიკლაურს ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ მეოთხედ ვიხილავთ

ქართველმა სამთო მოთხილამურებმა ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. წიკლაურისთვის ეს მეოთხე ოლიმპიადა იქნება (მისი საუკეთესო შედეგი 39-ე ადგილია სლალომში), ჯაფარიძემ კი ლიცენზია პირველად მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი 4-20 თებერვალს უმასპინძლებს. ნინო წიკლაური ტრასაზე 7-9 თებერვალს გავა, ხოლო სოსო ჯაფარიძე – 13-16 თებერვალს.

ნინო წიკლაური 2018 წელს პიონგჩანგის ოლიმპიადაზე ასპარეზობისას

რამდენიმე დღის წინ პეკინის თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოციგავე საბა ქუმარიტაშვილმა მოიპოვა, პირველებმა კი ანალოგიურ წარმატებას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრებმა მიაღწიეს, რომლებიც თამაშებზე ოთხივე დისციპლინაში გამოვლენ: კაცებში – მორის ყვითელაშვილი, ქალებში – ალინა ურუშაძე, სპორტულ წყვილებში – კარინა საფინა და ლუკა ბერულავა, ხოლო სპორტულ ცეკვებში – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია.

ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდურ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

ბოლო ამბები