Thumbnail

27-ე ცურიდაში კარიერაში - ტოჩინოშინმა მძიმე ბრძოლა მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

34 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2022 წლის პირველ სუპერტურნირზე მე-10 ორთაბრძოლა ჩაატარა და მე-5 გამარჯვება იზეიმა.

დღეს, ტოჩინოშინი ძურიოს მესამე ნომერს შოჰოზანს შეხვდა და მეტოქე ცურიდაშის ილეთით დაამარცხა. ლევანმა ამ ბრძოლაში ბრწყინვალედ იმოქმედა და ამ ბაშოზე კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. სუმოისტები დოჰიოზე წუთი და 7 წამი იდგნენ, რის შემდეგაც ტოჩიონოშინმა მეტოქე აწია, წრიდან გაიყვანა და გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა კარიერაში 27-ე ცურიდაში შეასრულა.

მე-11 საჭიდაო დღეს ტოჩინოშინის მეტოქე ჩიოტარიუ იქნება, რომელიც მე-12 მაეგაშირაა. ლევანის ბალანსი ჰაცუ ბაშოზე 5 მოგება და 5 მარცხია.

კომენტარები

ბოლო ამბები